ბარათაულის საჯარო სკოლის სამ მასწავლებელს წამყვანის სტატუსი მიენიჭა
13-01-2021

ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის სამ მასწავლებელს - ინგა ხერგიანს, ნატო ბერიძეს და დავით ქათამაძეს წამყვანის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

„ბარათაულის საჯარო სკოლის სამ პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ქალბატონ ინგა ხერგიანს, ქალბატონ ნატო ბერიძეს და ბატონ დავით ქათამაძეს მიღწეულ წარმატებას, უსურვებს შემდგომ წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203