ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ ონლაინ პროექტში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
13-01-2021

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის I4 კლასის მოსწავლეები საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ონლაინ პროექტში - „ივარჯიშე ჩემთან ერთად, ჩემნაირად, უკეთესად!“

I4 კლასის დამრიგებელი ეკა ქართველიშვილი გახლავთ.

მოსწავლეები ონლაინ პროექტში მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეების ჩართულობამ შედეგი გამოიღო, პირველკლასელები მხიარული და ხალისიანი ვარჯიშისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ. „სასკოლო სპორტულმა ოლიმპიადამ“ სასკოლო სპორტისადმი დაინტერესება მნიშვნელოვნად გაზარდა მოზარდებს შორის, მოსწავლეები ხალისით ერთვებიან გამოწვევებში, სპორტულ აქტივობებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დასანერგად“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203