ახალციხის N5 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა საახალწლო მილოცვა ინგლისურ ენაზე ჩაწერეს
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-4დ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ეთერი ბარბაქაძის ხელმძღვანელობით, საახალწლო ვიდეორგოლი ინგლისურ ენაზე ჩაწერეს.„შობა ახალი წელი საქართველოში წლის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა პატარა თუ დიდი მოუთმენლად ელის. სწორედ მე-4
დ კლასის მოსწავლეები ინგლისური ლექსებითა და მისალოცი სიტყვებით ( ეთერი ბარბაქაძის ხელმძღვანელობით) ყველას გილოცავენ შობა-ახალ წელს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლამ ახალი წელი პანდემიის პირობებში აღნიშნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთის საახალწლო განწყობაზე იზრუნეს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე