
ქუთაისის N19 საჯარო სკოლამ შობა-ახალი წელი პანდემიის და მის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში აღნიშნა, ამიტომ სკოლის მოსწავლეებმა ტრადიციული საშობაო ღონისძიება ვერ ჩაატარეს.
სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული დისტანციურად, სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა და მათ შეჰპირდა, რომ ღონისძიება მომავალ წელს აუცილებლად გაიმართება.
„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, მშობლებო, ჩვენი სკოლის გულშემატკივრებო გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გფარავდეთ მისი მადლი! გაისად, შობის ღამეს კი ხალისიანი განწყობით აუცილებლად შემოგთავაზებთ ჩვენს ულამაზეს საშობაო ზღაპარს“,- ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში.