„2020-მა წელმა გვასწავლა ერთმანეთის სიყვარული“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექციის მილოცვა
13-01-2021

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექცია ყველას ულოცავს შობა-ახალ წელს და 2020 წელს აჯამებს. ადმინისტრაცია ახალი წლის მისალოც წერილში იმედს გამოთქვამს, რომ 2021 წელს სასწავლო პროცესი სკოლებში წარიმართება:

„2020-მა წელმა გვასწავლა ერთმანეთის სიყვარული

2020-მა წელმა დაგვანახა დროის ფასი

2020-მა წელმა გვაიძულა ცხოვრების წესი შეგვეცვალა უკეთესი მომავლისთვის

2020-მა წელმა გვასწავლა ბრძოლა სიცოცხლისთვის

2020-მა წელმა შეგვაყავარა ჩვენი სამყარო
და რაც მთავარია, დავაფასეთ ერთმანეთი!....

2020 წელს იყო ბევრი ცუდი და ცოტა კარგი, მაგრამ იყო ბევრი სიკეთე, ერთმანეთისთვის გაცემული...

ამ წელს ყველაზე მეტი იმედი იყო - უკეთესი დღის, უკეთესი მომავლის, უკეთესი ცხოვრების...

ერთმანეთის იმედით გავძელით, შევძელით და მოვედით აქამდე.

ამ იმედის ძალით ღიმილიანი ვხვდებით 2021 წელს.
იმედით, რომ ძალიან მალე დავბრუნდებით სკოლაში!...

ბედნიერი, ღიმილიანი, წარმატებული და სიხარულით სავსე წელი დაგვბედებოდეს ყველას! - ჩვენს სკოლას, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, ჩენი სკოლის გულშემატკივრებს, ჩვენს ქუთაისს, მთელ საქართველოს და რაც მთავარია, მთელი სამყაროსთვის სიკეთე მოეტანოს ამ ახალ წელს! გ ი ლ ო ც ა ვ თ! ! !“-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203