აფხაზეთის N2 სკოლის დირექტორი ნანა ჯალაღონია აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრთან და მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას დაესწრო
13-01-2021

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჯალაღონია აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან შეხვედრას, აფხაზეთის სხვა საჯარო სკოლის დირექტორებთან ერთად, დაესწრო.

შეხვედრაზე, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განთავსებული აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლის დირექტორი ესწრებოდა, პანდემიისგან შექმნილი გამოწვევის - დისტანციური სწავლების - პრობლემებზე იმსჯელეს.

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ჯალაღონიამ თავის პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილა, როგორც განხორციელებულ პროექტებსა და მიღწევებზე, ასევე მიმდინარე გამოწვევებსა და საჭიროებებზე.

საჯარო სკოლის ყველა დირექტორმა წარმოადგინა კონკრეტული ინფორმაცია, თუ რამდენ მოსწავლეს არა აქვს კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა და რამდენი მათგანია ონლაინსწავლების მიღმა დარჩენილი.

ეკა ხოფერიამ და რუსლან აბაშიძემ აღნიშნეს, რომ ისინი ამ ინფორმაციის გათვალისწინებით შეეცდებიან, თითოეულ მოსწავლეს დაეხმარონ კომპიუტერის შეძენასა და ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფაში, რათა მათ ონლაინსაკომუნიკაციო პლატფორმების - Teams Microsoft-ის, Skype-ისა თუ zoom-ის სრულყოფილად გამოყენება შეეძლოთ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203