კაკაბეთის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა საახალწლო ონლაინ ზეიმი გამართეს
13-01-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნატო ჯიღაურის ხელმძღვანელობით, საახალწლო  ონლაინ ზეიმი გამართეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საზეიმო განწყობილებით ახალი წელი მიულოცეს ნატო მასწავლებელს.

სკოლამ ახალი წელი პანდემიის პირობებში აღნიშნა. მიუხედავად ამისა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთის საახალწლო განწყობაზე იზრუნეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203