საყუნეთის ​საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლია შუბითიძეს წამყვანის სტატუსის მოპოვებას ულოცავენ
13-01-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლია შუბითიძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. 

სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედკოლექტივი მასწავლებელს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

„ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედკოლექტივი, ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებელს, ლია შუბითიძეს ვულოცავთ მიღწეულ შედეგს - წამყვანი მასწავლებლის სტატუსს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას..

ვფიქრობთ, მასწავლებლების წარმატება ჩვენს სკოლაში არსებულ სასწავლო გარემოს კიდევ ბევრად პოზიტიურს გახდის და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება პედაგოგებს“,- წერს სკოლის საქმისმწარმოებელი, ნატო დვალაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203