მუხურის ახალი, თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა აშენდა
12-01-2021

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მუხურის საჯარო სკოლა აშენდა. 120 მოსწავლეზე გათვლილი შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

მოეწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი,  ექიმის კაბინეტი, სპორტული დარბაზი, ღია სპორტული მოედანი და რეკრეაციული ზონა. სკოლის შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203