სპეციალური კითხვა დირექტორისგან - დარჩელის N1 სკოლის ხელმძღვანელი მარინა ცარციძე izrune.ge-ს საშობაო ტესტის შედგენაში მონაწილეობდა
12-01-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ცარციძე izrune.ge-ს საშობაო ტესტის შედგენაში მონაწილეობდა.

დირექტორის სპეციალური კითხვა შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე  საქართველოში მცხოვრებ მოსწავლეებს, მშობლებს და ოჯახებს მიუვიდათ. მარინა ცარციძე მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებაზე izrune.ge-თან ერთად აქტიურად ზრუნავს. 

აღსანიშნავია, რომ izrune.ge-ს 7 იანვრის ტესტში გამორჩეული კითხვები შევიდა. მის შედგენაში etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლების დირექტორები მონაწილეობდნენ. დირექტორებს ეს შესაძლებლობა izrune.ge-ს და etaloni.ge-ს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში მიეცათ. მათ კითხვები სპეციალური ფორმის საშუალებით მოგვაწოდეს. მზრუნველი დირექტორების კითხვები და სურვილები კი, ჩვენი დახმარებით, საქართველოში მცხოვრებმა მოსწავლეებმა, მშობლებმა და ოჯახებმა მიიღეს. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203