
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის ექვსმა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსი მიიღო. სკოლის დირექცია ამაყობს თითოეული პედაგოგით და ყველას უსურვებს კარიერულ წინსვლას.
„კარიერულ წინსვლას და წამყვანი მასწავლებლის სტატუსს ულოცავს ჩვენი სკოლა ამავე სკოლის მასწავლებლებს: ფატმან გურეშიძეს, ნატო აბულაძეს, მარეხ თურქაძეს, ნინო კვეტენაძეს, ეკა წიწილაშვილსა და სალომე ელისაშვილს.
გისურვებთ ულევ წარმატებასა და უამრავი მადლიერი თაობის აღზრდას! თითოეული ჩვენი პედაგოგის წარმატება სკოლის წარმატებაა, რაც განათლების ხარისხზე აისახება!“-წერია დირექციის ინფორმაციაში.