
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა, ლილე ჩხეტიანმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლა პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
„ჭუბერის სკოლა ულოცავს ხელოვნების მასწავლებელს ლილე ჩხეტიანს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს, ბედნიერი და სილამაზეებით სავსე წელი ლილეს!“,- ნათქვამია მისალოც წერილში.