კიწიის საჯარო სკოლის დირექტორ გიორგი ანჯაფარიძესა და ფიზიკის პედაგოგ ზურაბ დამენიას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ
12-01-2021

მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის საჯარო სკოლის დირექტორს - გიორგი ანჯაფარიძეს წამყვანის სტატუსი მიენიჭა. ის მათემატიკის პედაგოგია და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებულ აქტივობებს ყოველთვის წარმატებით ასრულებს.

ამავე სკოლაში მუშაობს გიორგი ანჯაფარიძის სიმამრი ზურაბ დამენია, რომელიც ფიზიკის პედაგოგია. ბატონ ზურაბსაც ასევე მიენიჭა წამყვანის სტატუსი, რადგან მან პროფესიული ცოდნა კარგად წარმოაჩინა და სტატუსის ასამაღლებლად შესაბამისი კომპონენტები წარმატებით დაძლია.

თანამშრომლები ულოცავენ დირექტორსა და ზურაბ დამენიას პროფესიულ წინსვლას და შემდგომ წარმატებებს უსურვებენ მათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203