საჯიჯაოს N2 სკოლის დირექტორის იზოლდა გოგოლაძის კითხვა შობის დღესასწაულზე საქართველოს მზრუნველ ოჯახებს მიუვიდათ
12-01-2021

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის იზოლდა გოგოლაძის სპეციალური კითხვა შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე საქართველოს მზრუნველ ოჯახებს მიუვიდათ. 

დირექტორი izrune.ge-ს საშობაო ტესტის შედგენაში მონაწილეობდა. იზოლდა გოგოლაძე მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე izrune.ge-თან ერთად გამუდმებით ზრუნავს. 

აღსანიშნავია, რომ izrune.ge-ს 7 იანვრის ტესტში გამორჩეული კითხვები შევიდა. მის შედგენაში etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლების დირექტორები მონაწილეობდნენ. დირექტორებს ეს შესაძლებლობა izrune.ge-ს და etaloni.ge-ს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში მიეცათ. მათ კითხვები სპეციალური ფორმის საშუალებით მოგვაწოდეს. მზრუნველი დირექტორების კითხვები და სურვილები კი, ჩვენი დახმარებით, საქართველოში მცხოვრებმა მოსწავლეებმა, მშობლებმა და ოჯახებმა მიიღეს. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203