შემოქმედის საჯარო სკოლის ექვსმა პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
12-01-2021

აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მასწავლებლებმა - ნინო სადრაძემ, ელზა გალოგრემ, სოფო ინგოროყვამ, ლიანა კეჭაყმაძემ, ქეთევან ჟღენტმა და ნატალია ვაშალომიძემ სტატუსი აიმაღლეს და წამყვანი​ მასწავლებლები გახდნენ. 

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

„აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ნინო სადრაძეს, ელზა გალოგრეს, სოფო ინგოროყვას, ლიანა კეჭაყმაძეს, ქეთევან ჟღენტსა და ნატალია ვაშალომიძეს პროფესიულ წინსვლას, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას!“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203