ჩიქუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნუცა გორაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
12-01-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლემ ნუცა გორაძემ izrune.ge-ს დეკემბრის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა და ოჯახი ასახელა.

„მე ნუცა გორაძე ვარ, ჩიქუნეთის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე. ძალიან მიყვარს izrune.ge და ყოველთვის ვასრულებ ტესტებს!“-ამბობს ნუცა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203