თბილისის N133 საჯარო სკოლის ეზოში მწვანე ნარგავები დაირგო
12-01-2021

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, თბილისის N133 საჯარო სკოლის ეზოში მწვანე ნარგავები დაირგო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, დაავადებული და ხმელი 55 ძირი ფიჭვი მოიჭრა, რომელთა სანაცვლოდაც, ჯამში, სხვადასხვა სახეობის 77 ძირი ახალი მწვანე ნარგავი დაირგო.

გამწვანების სამუშაოები შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ განახორციელა.

„ძალიან დიდი მადლობა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს სკოლის ეზოს გამწვანებაში შეტანილი ფასდაუდებელი დახმარებისა და ხელშეწყობისთვის. მადლობა ეკოსერვის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულს ვახტანგ ნოზაძეს მშობლიურ სკოლაზე, ჯანსაღ გარემოზე, მომავალ თაობებზე ზრუნვისა და საშვილიშვილოდ ნაკეთები კეთილი საქმისთვის“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203