
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის ხელოვნების პედაგოგმა ქეთევან რევაზაშვილმა სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
„ზერტის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას ულოცავს ხელოვნების პედაგოგს ქალბატონ ქეთევან რევაზაშვილს და წარმატებებს უსურვებენ პროფესიულ საქმიანობაში“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.