პერევის საჯარო სკოლის დირექტორი მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოპოვებას ულოცავს
12-01-2021

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მასწავლებლებმა - ნინიკო სადღობელაშვილმა, ნატო მაკასარაშვილმა, შაქრო დავაძემ და მაია კუპრაშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.

სკოლის დირექტორი გურამი შუკაკიძე მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

„საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის დირექტორი ბატონი გურამი შუკაკიძე ულოცავს პერევის საჯარო სკოლის უფროსს მასწავლებლებს ნინიკო სადღობელაშვილს, ნატო მაკასარაშვილს, შაქრო დავაძეს და მაია კუპრაშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და უსურვებს წინსვლას და წარმატებას პედაგოგიურ საქმიანობაში“,-ნათქვამია დირექტორის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203