მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული ბოლნისელი მოსწავლეები ქვემო-ქართლის გუბერნატორმა სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა
02-11-2017
ქვემო-ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილეებთან ერთად, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულ ბოლნისელ მოსწავლეებს შეხვდა. მან ტანძიის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა ბერიანსა და დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ელენი ბასილაშვილს საერთაშორისო დონის პროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატებები პირადად მიულოცა და სამომავლო გეგმებზე გაესაუბრა.
გრიგოლ ნემსაძემ მოსწავლეებს სპეციალური სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს