
ბათუმის N22 საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა. ინგა ლორთქიფანიძე (მუსიკის მასწავლებელი) და მელანო აბულაძე (მათემატიკა) გახდნენ უფროსი პედაგოგები, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნელი გაბაიძე გახდა წამყვანი.
„მინდა მადლობა გადავუხადოთ მათ თავდაუზოგავი შრომისთვის, ვულოცავთ ამ წარმატებას და ვუსურვებთ სამომავლოდ უფრო მეტ კარიერულ წინსვლას!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.