„სიხარულით გვავსებს თქვენი წინსვლა! გილოცავთ!“-ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის 8 პედაგოგს წამყვანის სტატუსი მიენიჭა
11-01-2021

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის 8 პედაგოგს წამყვანის სტატუსი მიენიჭა. დირექცია ამაყობს თითოეული მასწავლებლით და ულოცავს მათ კარიერულ წინსვლას.

„ახალი 2021 წელი ახალი მიღწევებით დავიწყეთ!

ლელა ქავთარაძეს, ლილი ლომაძეს, ქეთევან კიღურაძეს, ნანა გაგუას, ლელა ჭყონიას, ნატო წიტაიშვილს, ნუნუ ბასილაშვილს, თამარ შიოლაშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ!

სიხარულით გვავსებს თქვენი წინსვლა! გილოცავთ! ლამაზად გეტარებინოთ მოძღვრის მადლიანი სახელი! არ მოგშლოდეთ პროფესიული წარმატების განცდა! გვეიმედებით!“-წერია დირექციის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203