ახალციხის N5 საჯარო სკოლამ მოსწავლის წარმატებისთვის მადლობის სიგელი მიიღო
11-01-2021

ახალციხის N5 საჯარო სკოლამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მადლობის სიგელი მიიღო. 

უნივერსიტეტი სკოლას მადლობას მე-12 კლასის მოსწავლის ნინო კაველიძის მიერ მევენახეობა-მეღვინეობის ზამთრის ონლაინ სასკოლო ბანაკში გამოვლენილი ცოდნისთვის უხდის.

მოსწავლემ ონლაინ სასკოლო ბანაკში გაიმარჯვა და 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი მოიგო.

„ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექცია მე-12ბ კლასის მოსწავლეს ნინო კაველიძეს ულოცავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ზამთრის ონლაინ სასკოლო ბანაკში გამარჯვებას და 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერის მოგებას, ხოლო სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ზამთრის ონლაინ სასკოლო ბანაკში მე-12 კლასის მოსწავლის ნინო კაველიძის მიერ გამოვლენილი ცოდნისათვის მადლობის სიგელის მიღებას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203