სორმონის საჯარო სკოლას 3 წამყვანი და 1 უფროსი მასწავლებელი შეემატა
11-01-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სორმონის საჯარო სკოლის კიდევ 4-მა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა. სკოლას 8 წამყვანი და 6 უფროსი მასწავლებელი ჰყავს. დირექცია ულოცავს მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ.

„სორმონის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს, ჩვენი სკოლის პედაგოგებს: ნანა ბოჭორიშვილს, მაია ცნობილაძესა და გულო ბოჭორიშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის, დალი თოდუას კი - უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას, გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს. გვეამაყებით ჩვენო პედაგოგებო“,-აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203