„სრულიად საქართველოსთვის წარმატების და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი!“-დისველის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი დისტანციურად აღნიშნეს
11-01-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებსა და მეგობრებს შობა-ახალი წელი დისტანციურად მიულოცეს. სკოლის ადმინისტრაციამ ასევე დისტანციურად მიულოცა ყველას 2021 წელი.

„დისველის საჯარო სკოლა გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ულევ სიხარულს და ბედნიერებით აღსავსე დღეებს. პედაგოგიური თვალსაწიერიდან, საკმაოდ რთული აღსაქმელია სკოლის კედლებს მიღმა საკუთარი აღსაზრდელებისთვის სათანადო სითბოს და სიახლოვის გარეშე  დისტანციური მილოცვა. თუმცა მათი მონდომების შედეგად,თავად წარმოგვიდგნენ ნაძვის ხის ფონზე და დიდი სიყვარულით  გვისურვეს მრავალი ბედნიერი დღე, საგანმანათლებლო კერაში, თაობათა აღზრდა-განათლების სათავეში და პარალელურად  ცხოვრების საზოგადოებრივ  ასპარეზზე. სრულიად  საქართველოსთვის წარმატების და  ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203