„სკოლა ამაყობს თქვენი წარმატებით“- ახალციხის N5 სკოლის დირექცია პედაგოგებს - ნანა დათაშვილსა და მაია შველიძეს წამყვანის სტატუსის მოპოვებას ულოცავს
11-01-2021

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა, ნანა დათაშვილმა და დაწყებითი კლასების პედაგოგმა მაია შველიძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვეს. 

სკოლის დირექცია პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

„ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექცია წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას ულოცავს მათემატიკის მასწავლებელს ნანა დათაშვილსა და დაწყებითი კლასის მასწავლებელს მაია შველიძეს.

მასწავლებლებს მომავალი თაობების აღზრდაში ხომ უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ. ისინი ემსახურებიან ქვეყნის მომავალზე ზრუნვას, ჩვენი ახალგაზრდების განათლების საქმეს. პანდემია დიდი გამოწვევა იყო საქართველოს მასწავლებლებისთვისაც. თუმცა პანდემიის რთულ პერიოდში ქალბატონმა ნანამ და ქალბატონმა მაიამ წარმატებით გაიარეს გარე დაკვირვება და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.

სკოლა ამაყობს თქვენი წარმატებით გილოცავთ“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203