კერძო სკოლა „ანაბასისის“ ხუთ მასწავლებელს წამყვანის სტატუსი მიენიჭა
11-01-2021

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - მარინე კაპანაძემ, შორენა მუმლაძემ, თეა მიქაბერიძემ, ნინო როინიშვილმა და ვერა ნებიერიძემ სტატუსი აიმაღლეს და წამყვანი მასწავლებლები გახდნენ. 

სკოლა „ანაბასისის“ დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

„სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის ყველა მასწავლებელი აქტიურად ზრუნავს კარიერულ წინსვლაზე და შედეგიც სახეზეა.

კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში კიდევ ერთი საფეხურით წინ წაიწიეს და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ „ანაბასისის“ შემდეგ პედაგოგებს: მარინე კაპანაძეს, შორენა მუმლაძეს, თეა მიქაბერიძეს, ნინო როინიშვილს, ვერა ნებიერიძეს.

სკოლა ანაბასისის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას!“,- ნათქვამია სკოლის წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203