ქვიტირის საჯარო სკოლა პედაგოგ ჯულიეტა ჭეიშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას ულოცავს
11-01-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის გერმანული ენის მასწავლებელმა ჯულიეტა ჭეიშვილმა სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა.
სკოლა ჯულიეტა ჭეიშვილს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
„ქვიტირის საჯარო სკოლა გერმანული ენის მასწავლებელს ჯულიეტა ჭეიშვილს ულოცავს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“,- ნათქვამია მისალოც წერილში.