ჩხორიის საჯარო სკოლის პედაგოგებს - ირინა სოსელიასა და ნინო ჯოჯუას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ
11-01-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - ირინა სოსელიამ და ნინო ჯოჯუამ სტატუსი აიმაღლეს და წამყვანი მასწავლებლები გახდნენ.

სკოლის დირექცია და პედკოლექტივი მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავს ირინა სოსელიასა და ნინო ჯოჯუას წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203