
ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის 9 პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა.
სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
„დიდი სიხარულით ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მიღებას ჩვენი სკოლის შემდეგ პედაგოგებს: მაკა კაციტაძეს, ელისო ცერცვაძეს, ნინო ჭიპაშვილს, ნელი მაღლაკელიძეს, ჯულიეტა არუთინოვას, ხათუნა კვეტენაძეს, მაკა ცერცვაძეს, ნათელა გურეშიძეს, მერაბ ქაშაკაშავილს! გვიხარია,რომ დღევანდელი მონაცემებით ჩვენს სკოლას უკვე 41 წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებელი ჰყავს!“,- ნათქვამია სკოლის წერილში.