ქობულეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინა გოგიტიძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი დაიმსახურა
11-01-2021

ქობულეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge. მათ შორის პირველკლასელი ნინა გოგიტიძე ძალიან აქტიური და წარმატებული ბავშვია. ჭკვიანმა და მოტივაციით აღსავსე ნინამ ოქროს დიპლომი მოიპოვა და ძალიან გახარებულია!

izrune.ge ნინასთვის საუკეთესო მეგობრად იქცა. დიდი მადლობა თქვენ, რომ ზრუნავთ მის გონებრივ განვითარებაზე“, - მისწერა შვილის წარმატებით გახარებულმა მშობელმა, მანონი ვერულიძემ izrune.ge-ს.

31 დეკემბერს izrune.ge-ზე საახალწლო ტესტის დღე იყო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203