ქუთაისის N1 სკოლის მოსწავლე ტატო ახალაძემ izrune.ge-ს დეკემბრის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა
11-01-2021

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული მეორეკლასელი ტატო ახალაძეა, რომელმაც დეკემბრის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა!

„კიდევ ერთი წარმატებული თვე ტატოსთვის, ყოველი თვის ბოლოს ოქროს დიპლომს ელოდება, რომელიც ძალიან ახარებს“, - წერს მოსწავლის მშობელი მარიკა არაყიშვილი.

31 დეკემბერს izrune.ge-ზე საახალწლო ტესტის დღე იყო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203