
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის პედაგოგმა შორენა ქურასბედიანმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლა პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
„ხოფურის საჯარო სკოლის პედაგოგს შორენა ქურასბედიანს ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას და მომავალში ვუსურვებთ წარმატებებს“,- ნათქვამია მისალოც წერილში.