„ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ველი izrune.ge-ს ტესტებს“-ოზურგეთის N2 სკოლის პირველკლასელი ილია ზედგინიძე
11-01-2021

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეული პირველკლასელი ილია ზედფინიძეა.

„მე ვარ ილია ზედგინიძე, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე. ყოველ ხუთშაბათს მოთმენლად ველი თქვენს ტესტებს. მიხარია, როცა მესმის, როგორ მაქებენ კომპიუტერიდან. ძალიან ვახარებ ჩემს დედიკოს და ჩემს ყველაზე ლამაზ მასწავლებელს - ირინა ყაზაიშვილს. მინდა ჭკვიანი და წარმატებული ადამიანი ვიყო. გილოცავთ შობა-ახალ წელს! ბედნიერების წელი ყოფილიყოს ყველასთვის. უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს“,-ამბობს ილია.

პირველკლასელის დედიკო მარიამ ერქომაიშვილი შვილის წარმატებით გახარებულია.

31 იანვარს izrune.ge-ზე 2021 წლის პირველი შემაჯამებელი ტესტის დღე იქნება.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203