აღვის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები პედაგოგ შორენა სილაგაძეს წამყვანის სტატუსის მოპოვებას ულოცავენ
11-01-2021

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ქართული ენის პედაგოგმა შორენა სილაგაძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვა.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები შორენა სილაგაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.

„ცაგერის მუნიციპალიტეტის აღვის საჯარო სკოლა გილოცავთ შობა-ახალ წელს. ასევე სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ულოცავენ ქართული ენის პედაგოგს შორენა სილაგაძეს წამყვანის სტატუსის მიღებას“,-ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203