
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის იხტილის საჯარო სკოლის პირველი კლასის პედაგოგმა ჟანნა ბახჩაგულიანმა, ბავშვებთან ერთად, საახალწლო ღონისძიება დისტანციურად ჩაატარა.
მასწავლებელმა ონლაინ რეჟიმში მიულოცა პატარებს ახალი წელი, პირველკლასელებმა კი საზეიმო ნომრები ნაძვის ხესთან შეასრულეს.
საახალწლო ღონისძიება საინტერესო გამოვიდა. პატარებისთვის კორონავირუსისგან გამოწვეულ შეზღუდვებს ხელი არ შეუშლია და მათ ზეიმით წინასაახალწლო განწყობა უფრო აიმაღლეს.
იხილეთ ვიდეო