ბოჭორმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი
08-01-2021

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

სკოლაში სულ 6 მოსწავლეა, izrune.ge-ს ტესტებს კი 4 მოსწავლე მუდმივად ასრულებს, აქედან 3 ყოველთვიურად იღებს დიპლომს. სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ იანვრიდან ყველა მოსწავლე ჩაერთვება - izrune.ge-ში.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203