
ხონის N3 საჯარო სკოლამ სასწავლო წლის 1-ლი სემესტრი წარმატებულად და საინტერესოდ დაასრულა.
სხვა სასკოლო აქტივობებთან ერთად დასრულდა სასკოლო პროექტი: „ჩვენ ვამსხვრევთ სტერეოტიპებს“, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-10ბ კლასის მოსწავლეები. პროექტს კოორდინაციას უწევდა სკოლის დირექტორი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვერიკო ბენიძე.
პროექტში მონაწილე მოსწავლეები გამოირჩეოდნენ მაღალი აქტიურობით, მათ გამართეს რამდენიმე პრეზენტაცია, ხოლო დასასრულს გადაიღეს საინტერესო კლიპი.
ვიდეორგოლი იხილეთ ბმულზე