ზემო წინსვლის საჯარო სკოლის პედაგოგმა მირანდა კონცელიძემ მესამეკლასელებთან ერთად საახალწლოდ ვიდეოკლიპი შექმნა
06-01-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მირანდა კონცელიძის ხელმძღვანელობით, საახალწლო ვიდეოკლიპი მოამზადეს.

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პედაგოგები შეზღუდული ვიყავით ღონისძიებების ჩატარებაში, თუმცა დაწყებითი საფეხურის ყველა კლასმა მოახერხა და მოაწყო ონლაინ ღონისძიებები, მე, როგორც მუსიკის პედაგოგმა, ყველა კლასს მივაწოდე მუსიკალური ჩანაწერები, რომლებიც ბავშვებმა ისწავლეს და შეასრულეს.

რაც შეეხება ჩემს სადამრიგებლო მე-3 კლასს, მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით ჩემს მიერ მიწოდებულ მასალაზე ჩაწერეს პატარა ვიდეოები, რომლებიც შევკარი ერთ პატარა „კლიპად“ და სემესტრის ბოლო გაკვეთილზე ვნახეთ. შემდეგ კი მათივე თხოვნით სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ავტვირთე“,- აღნიშნავს პედაგოგი მირანდა კონცელიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203