თბილისის N142 საჯარო სკოლის IVბ კლასმა izrune.ge-ს „სუპერ კლასის“ ტიტული დაიმსახურა.
კლასის დამრიგებელი ეკა გულაშვილი გახლავთ.
საგანმანათლებლო პორტალ
izrune.ge-ზე თბილისის 2020-2021 სასწავლო წლის დეკემბრის სუპერ კლასები გამოვლინდა.
„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი
izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო