
თბილისის N142 საჯარო სკოლისათვის 2020 წელი, გლობალური პანდემიის მიუხედავად, კიდევ ერთი სასიხარულო ამბით დაგვირგვინდა.
XI2 კლასის მოსწავლემ მარიამ ხაჩიძემ საახალწლო კონკურსში გაიმარჯვა, როგორც საუკეთესო თემის ავტორმა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ.
„სკოლის დირექცია - ქალბატონები: ბელა ჩიტია, ირმა მუხიგულაშვილი, კლასის დამრიგებელი - მაკა ჩხიკვაძე, მარიამის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ლეილა საური, სკოლის პედკოლექტივი და მოსწავლეები მარიამ ხაჩიძეს ულოცავენ კონკურსში გამარჯვებას და უსურვებენ მომავალშიც მრავალ წარმატებას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ მოსწავლის თემა მიბმული ფოტოების სახით: