საბეჭისის საჯარო სკოლაში გეოგრაფიაში კონკურსი ჩატარდა
06-01-2021

წალკის მუნიციპალიტეტის საბეჭისის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის კონკურსი „კლდეკარი“ ჩატარდა. კონკურსს ნინელ ვიბლიანი ხელმძღვანელობდა.

კონკურსი იყო კარგად ორგანიზებული, საინტერესო, ინფორმაციული და სახალისო. მასში მონაწილეობდნენ მე- 9 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც შესანიშნავად გაართვეს თავი საკმაოდ რთულ, გეოგრაფიულ დავალებებს, რუკის გამოყენებით შეძლეს დიდი გეოგრაფიული ობიექტების პოვნა, იმუშავეს კონტირულ რუკაზე.

კომპეტენტურმა ჟიურიმ (არჩილ ხინიკაძე, რევაზ აბუსელიძე, თამაზ ხოზრევანიძე) გამოავლინა გამარჯვებული ხათუნა გორგაძე, რომელსაც გადაეცა პრიზი - გლობუსი. მე-2  და მე-3 ადგილზე გასულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203