უჯარმის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება დისტანციურად გამართეს
06-01-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება დისტანციურად გამართეს.
„დიდი მადლობა ბავშვებო ასეთი აქტიური ჩართულობისთვის. მშვიდობიან, ნაყოფიერ, წარმატებულ 2021 წელს გისურვებთ“,- ნათქვამია სკოლის წერილში.
აღსანიშნავია, რომ უჯარმის საჯარო სკოლამ ახალი წელი პანდემიის პირობებში აღნიშნა. მიუხედავად ამისა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთის საახალწლო განწყობაზე იზრუნეს.