თბილისის N71 სკოლა რადიო გადაცემებისა და ბლოგების რაოდენობის მიხედვით ყველაზე აქტიურ სკოლად დასახელდა
05-01-2021

თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგი მანანა ქამუშაძე დიპლომებით და ორიგინალური მიკროფონით დაჯილდოვდნენ.  მათ საჩუქრები სასკოლო პროექტში -„ახალგაზრდული სასკოლო პლატფორმა-მოქალაქე ჟურნალისტებისათვის“-მიღწეული წარმატებისთვის დაიმსახურეს.

„ჩვენი, 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა კიდევ ერთი წარმატება-აღიარება, როგორც რადიოგადაცემებისა და ბლოგების რაოდენობის მიხედვით ყველაზე აქტიური სკოლა! სკოლა და მისი თითოეული მოსწავლე, მასწავლებელი მანანა ქამუშაძე დაჯილდოვდნენ დიპლომებით და ორიგინალური მიკროფონით, სასკოლო პროექტი-„ახალგაზრდული სასკოლო პლატფორმა-მოქალაქე ჟურნალისტებისათვის“-მიღწეული წარმატებისთვის!!

დიდი მადლობა მათ!!! სულ მალე ამ ბავშვებს, ამასთანავე მოსწავლეთა თვითმმართველობას, მრავალი სიახლე და მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ საინტერესო საქმიანობის წარმართვისთვის. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამას“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203