საბეჭისის საჯარო სკოლა პედაგოგ ნანული ხოზრევანიძეს კარიერულ წინსვლას ულოცავს
05-01-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ნანული ხოზრევანიძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად ყველა აქტივობა წარმატებით განახორციელა.

სკოლა პედაგოგს კარიერულ წინსვლას ულოცავს.

„საბეჭისის საჯარო სკოლა ულოცავს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ნანული ხოზრევანიძეს კარიერულ წინსვლას და წამყვანის სტატუსის მისაღებად ყველა აქტივობის წარმატებით განხორციელებას!

მასწავლებელი ამ გზის გასავლელად დიდ შრომასა და ენერგიას დებს, რაც უფასდება კიდეც. ეს წარმატება კი არის არა მხოლოდ მისი, არამედ ჩვენი სკოლის, მისი მოსწავლეებისა და სრულად სკოლის საზოგადოების.

მრავალი წარმატებით კიდევ ესახელებინოს საბეჭისის საჯარო სკოლა ნანული ხოზრევანიძეს!“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203