მოგზაურობა რომანტიზმის საოცარ სამყაროში - ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეების პრეზენტაცია
05-01-2021

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს.

მოსწავლეთა პედაგოგი მაია დვალი გახლავთ. 

„ქუთაისის N12 საჯარო სკოლის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი მაია დვალი) რეალობას მოგვწყვიტეს და რომანტიზმის საოცარ სამყაროში გვამოგზაურეს...პრეზენტაცია მიზნად ისახავდა მეტ ინფორმაციულობას ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მოსწავლეებმა საკუთარი ინტერპრეტაციით შეძლეს სათქმელი საინტერესოდ წარმოედგინათ მსმენელთათვის.

პრეზენტატორებმა კი სიღმისეულად ისაუბრეს ტატოს ( ნიკოლოზ ბარათაშვილის) განვლილ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ყურადღება გაამახვილეს მის გამორჩეულობაზე.

პირად წერილებზე დაყრდნობით წარმოაჩინეს რომანტიკოსი პოეტის ხასიათის ნაკლებად ცნობილი შტრიხები...

ინტერპრეტაციის საშუალებით წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები.. ვარაუდები - „რა მოხდებოდა, რომ....“

პრეზენტაცია ონლაინ რეჟიმში წარიმართა და მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ პრეზენტაცია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203