
„შობა-ახალი წლის ტრადიციები საქართველოში“ - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს.
პროექტ- ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. პატარებმა ლექსებით და სხვადასხვა საზეიმო ნომრით შეუქმნეს წინასაახალწლო განწყობა ერთმანეთს, უფროს მეგობრებს, მშობლებს, მოწვეულ მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორს.
მოსწავლეებმა ისაურეს, თუ როგორ აღნიშნავენ ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში,რატომ რთავენ ნაძვის ხეს ახალ წელს, რა დანიშნულება აქვს ჩიჩილაკს, ისაუბრეს მეკვლის ტრადიციასა და მნიშვნელობაზე და ა.შ.
პროექტს ფასილიტატორობას უწევდა ამავე სკოლის დაწყებითი კლასებისა და მუსიკის მასწავლებელი ლანა კაკაჩია.
იხილეთ ფოტოები