
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო ყანჩელიშვილის ხელმძღვანელობით, ძალადობის საწინააღმდეგო სხვადასხვა აქტივობები შეასრულეს.
მოსწავლეებმა მოწოდებებით - „ძალა უფლებებს!“, „მე მიცავს კანონი“, „არა ძალადობას!“, „არ გახდე ბულინგის მსხვერპლი!“,„არა შიშს, დაშინებას და შანტაჟს!“ - პლაკატები შექმნეს.
მოსწავლეებმა ბულინგის, კიბერბულინგის და ტოლერანტობის შესახებ ისაუბრეს.