
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დავით სეთური დისტანციური სწავლების პერიოდში თითოეულ მოსწავლეზე ზრუნავს. დირექტორმა მოსწავლეებს ლეპტოპები დაურიგა, რათა მათ სწავლისთვის ტექნიკური პრობლემების გამო ხელი არ შეშლოდათ.
როდესაც დირექტორმა გაიგო, რომ მე-7 კლასელ ბარბარე ადიკაშვილს საშუალება არ ჰქონდა, დისტანციურ სწავლებაში ჩართულიყო, რადგან მოსწავლე სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა და არ აქვს არც კომპიუტერი, არც ინტერნეტი და არც ტელეფონი, მოსწავლეს შესთავაზა სკოლაში სიარული და სასწავლო პროცესში ჩართვა, გამოუყო მას ოთახი, სადაც მოუწყო კომპიუტერი, ინტერნეტი და ყოველ დღე თბილ ღუმელს ახვედრებს, რათა ბარბარეს განათლების მიღებაში ხელი არ შეეშალოს.
მოსწავლის ოჯახი მადლიერებას გამოხატავს დირექტორის მიმართ და აღნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულების გამო ბარბარემ უკეთესად სწავლა დაიწყო. დავით სეთური კი ამბობს, რომ მოსწავლეებზე ზრუნვა თითოეული პედაგოგის ვალდებულებაა.