„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ დაუღალავი შრომისა და თანადგომისთვის“-ტურცხის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს ახალ წელს ულოცავს
04-01-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს ახალ წელს ულოცავს და 2020 წლის მანძილზე გაწეული დაუღალავი შრომისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო! ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ ახალ2021წელს! გისურვებთ რაც მთავარია ჯანმრთელობას!

მშვიდობის, ხვავის, ბარაქისა და ბედნიერების წელი ყოფილიყოს! დაე ყველა განსაცდელი წავიდეს და მშვიდობა და სიხარული დარჩეს თითოეული თქვენგანის ოჯახში! ასევე მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ 2020 წლის განმავლობაში გაწეული იმ დაუღალავი შრომისა და თანადგომისთვის, რის გარეშეც ჩვენ ვერ გადავლახავდით იმ ურთულეს გზას, ვერ გავუმკლავდებოდით იმ გამოწვევებს რაც 2020-მა წელმა მოიტანა! გამძლეობა არ მოგაკლოთ უფალმა!“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203